ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგაზე, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.