ბათუმის მოვლენებზე დაკავებულების, ირაკლი ჩხვირკვიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
პროცესზე იგდღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა იგეგმება, ასევე საქმის გამომძიებლები მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრებენ.
დაცვის მხარის თქმით, მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.
დაკავებულებს გამოძიება ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება.