ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ჩვენებას აძლევს დეკანოზი მამალაძე: “პროკურორები მწყობრიდან გამოდიან”

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, შესვენებისას განაცხადა, მთავარი კითხვები ჯერ არ დასმულა.  ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზმა დეტალურად გაიხსენა თუ როგორ გაიტაცეს, ბარგში ციანიდი ჩაუდეს და დააკავეს:

” დეკანოზი გიორგი მამალაძე  დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამომწურავ და დეტალურ ჩვენებას აძლევს- მის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოიტაცეს, მის ბარგში ციანიდი როგორ ჩადეს და ა.შ. ამ ყველაფერზე პროკურორები მწყობრიდან გამოდიან, ვინაიდან მათი უკანონო ქმედებები იშიფრება. მისი (მამალაძის) ჩვენება  მტკიცებულებებსა და რეალურ არგუმენტაციას ეფუძნება. მოლოდინი გვაქვს, რომ მის ჩვენებას მოსამართლე გაიზიარებს და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს”- აღნიშნა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, დეკანოზმა მამალაძემ დეტალურად ისაუბრა თუ როგორ მოიტაცა აეროპორტიდან 5-მა ადამიანმა, როგორ დააბეს, როგორ წაიყვანეს, ვინ დახვდა პროკურატურაში, რას ეუბნებოდნენ, როგორ სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა, თითქოს პატრიარქს კლავდა; როგორ სთხოვდნენ, რომ ხელი დაედო სოსო ოხანაშვილზე და მიტროპოლიტ დიმიტრიზე; რა ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე და ა.შ:

”დაკავების დღიდან, მასზე ფიზიკური, ფსიქილოგიური და ყველა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა.  მან მოყვა, თუ როგორ ირღვევა მისი უფლებები დღემდე; მათ შორის, როგორ გახსნენს მისი ბარგი, რამდენი საათის დაგვიანების შემდეგ მოიტანესეს  ბარგი პროკურატურაში და   როგორ ითხოვდა რამდენიმე საათი ადვოკატთან დაერეკა და ამის უფლებას არ აძლევდნენ ” – განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის განცხადებით,  ჩვენებაზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მის დაკავებაში სხვა ადამიანები მონაწილეობდნენ, ხოლო ოქმში სულ სხვა პირები არიან გაფორმებული:

”ის მზადაა ამოიცნოს ის პირები, რომლებმაც გაიტაცეს”- განაცხადა ფანცულაიამ.

ამ დროისთვის დეკანოზ მამალაძის დაკითხვა კვლავ გრძელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....