53 წლის ქალი ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ფიჭვნარის დასახლებიდან, გუშინ გვიან ღამით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქალბატონს აცვია წვრილთასმიანი შავი მაისური და ლურჯი შორტი (თეთრი კოპლებით), აქვს შავი, მოკლე თმა. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაკარგულის ადგილსამყოფელის შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ცხელ ხაზზე: 591 53 48 48.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინება გამთენიისას შევიდა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ajaratv.ge