ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ეს რუსეთთან სრულფასოვანი ეკონომიკური ომის გამოცხადებაა”: მედვედევი ახალ სანქციებს ეხმაურება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი რუსეთის მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს ეხმაურება და მას მოსკოვის მიმართულებით დაწყებულ ეკონომიკუ ომად მოიხსენიებს.

“აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედები კვდება. ეს რუსეთთან სრულფასოვანი ეკონომიკური ომის გამოცხადებაა. ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა სრული სისუსტე, როდესაც აღმასრულებელი ძალაუფლება კონგრესს ყველაზე დამამცირებელი გზით გადასცა”- წერს მედვედევი.

ის აცხადებს, რომ კრემლი გააგრძელებს ეკონომიკისა და სოციალური სექტორის განვითარებას და ყველა ძალისმევას მიმართავს, რომ იმპორტის ჩანაცვლებისკენ და ძირითადი ეროვნული ამოცანები გადაწყდეს.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რასაც მოსკოვის მხრიდან ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება მოჰყვა.

იტვირთბა....