“ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. საქართველოში ჩამოვედით, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ ის, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, “, – ასეთი განცხადებ გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჟურნალისტებთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, აშშ მზადაა იმსჯელოს საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე, ამ საკითხის განხილვას ვიცე-პრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტთან ვგეგმავთ.
“პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას განსაკუთრებულად მოსწონს აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ხალხი. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მეგობრობის, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არსებობს”, – განაცხადა ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, კონგრესმენის ვიზიტს წინ უსწრებდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის 2-დღიანი ვიზიტი საქართველოში.