ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დუბაიში ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა

დუბაის ერთ-ერთ ცათამბჯენზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ როიტერი იუწყება.

მე-9 სართულზე დაწყებული ხანძარი კორპუსს სწრაფად მოედო. ადგილზე ოპერატიულად გაჩნდნენ მეხანძრეები და მაშველთა რაზმი. მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კორპუსი 79-სართულიანია და 336 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ იქ ხანძარი 2015 წელსაც გაჩნდა.

იტვირთბა....