ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ოზურგეთის სასამართლომ ჩინეთის მოქალაქეს ბაყაყებზე ნადირობისთვის ერთწლიანი პირობითი მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, დღეს გამართულ პროცესზე ჩინეთის მოქალაქეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი, ბაყაყებზე ნადირობისთვის მიუსაჯა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, გარემოს დაცვის პოლიციამ ჩინეთის მოქალაქე მდინარე სუფსაზე, აკრძალული იარაღების, ანკესისა და ბადეხლართის გამოყენების გამო დააკავა.
აღნიშნული პიროვნება, ლანჩხუთში ავტომაგისტრალის მშენებლობაზეა დასაქმებული. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ის სამხრეთ ჩინეთიდანაა, სადაც ბაყაყებსა და გველებს ჩვეულებრივად საკვებად იყენებენ.
დაკავებულს ჯარიმის სახით საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოსთხოვეს, რაზედაც მან უარი განაცხადა, სწორედ ამიტომ, მას სასჯელის სახით სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთწლიანი პირობითი მიუსაჯა.

იტვირთბა....