ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ბათუმში დაკარგული 26 წლის მამაკაცი იპოვა

შსს-მ ბათუმში დაკარგული რუსეთის მოქალაქე, 26 წლის ვახტანგ სუკიასიანი იპოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდა ბათუმში პირველ აგვისტოს ჩაფრინდა და მას მერე, კონტაქტზე არ გამოდიოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში საზოგადოებრივს განუცხადეს, დაკარგულის შესახებ შეტყობინება მათთან 2 აგვისტოს შევიდა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....