ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის დაკავებისას ცემის ფაქტს არ ადასტურებს

“თეთრი ხმაურის მოძრაობაში” აცხადებენ, რომ გუშინ ღამით ანაკლიაში GEM Fest-იდან გამოსული მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ბაქარ კორშია დააკავეს. მათი თქმით, ბაქარს პირადი ჩხრეკვის დროს ამოუღეს ექსტაზი, ჰაშიში და MDMA.

“რაოდენობა ჩვენთვის უცნობია. ექპერტიზის პასუხამდე ვერ გავიგებთ რა რაოდენობაზეა საუბარი. ბაქარს თქვენი ყველას დახმარება დასჭირდება და იმედი მაქვს ყველანი დაუდგებით გვერში”- წერს ერთ-ერთი facebook მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

მოძრაობაში იმასაც ამბობენ, რომ დაკავებისას კორშიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. “მეტრონომი” აღნიშნულ ფაქტთან დაკაშირებით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ცემის ფაქტს არ ადასტურებენ:

“დაკავებულია ერთი პირი. ამ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. რაც შეეხება ცემის ფაქტს, შსს არ ადასტურებს”- განუცხადეს “მეტრონომს” შსს-ში.

იტვირთბა....