საქსტატის მონაცემებით, მარტის შემდეგ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 7,1 პროცენტით გაიზარდა.
მათ შორის ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 25,6 პროცენტით; ხილსა და ყურძენზე 15,9 პროცენტით; რძეზე, ყველსა და კვერცხზე 9,3 პროცენტით; ხორცზე და ხორცის პროდუქტებზე 9,1 პროცენტით; ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე 5,6 პროცენტით; ზეთზე და ცხიმზე 5,5 პროცენტით; თევზეულზე 4,4 პროცენტით.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები მომატებულია 12,6 პროცენტით, მათ შორის პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 18 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 4,0 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე 3,4 პროცენტით.
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,9 პროცენტით, მათ შორის სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 18,1 პროცენტით და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 5,5 პროცენტით.