2017 წლისთვის საჯარო სკოლებში ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების, ასევე სასწავლო წლის დაწყების თარიღები განსაზღვრულია.
განათლების მინისტრის ბრძანებულებით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისის წინა პარასკევი.
ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე.
ზაფხულის არდადეგები განისაზღვრა 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.

