რეჟისორი რობერტ სტურუა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში პოლიტიკაზე და ქართველ პოლიტიკოსებზე საუბრობს. “დავიფიცე, წელს პოლიტიკაზე ნაკლები ვილაპარკო. სულმა წამძლია და რაღაცეები დავწერე. მე მგონია, რომ ჩვენ ზნეობაზე და სულიერებაზე უნდა ვიფიქროთ. დაღუპულად მიმაჩნია ერი ასე თუ გააგრძელებს ცხოვრებას” – ამბობს რეჟისორი.
“ერთმანეთი გვძულს და ამავე დროს გვიყვარს. არეულია ერი. ქართველი კაცი ვერ აზროვნებს ისე, რომ შეხედოს რა ხდება მსოფლიოში, რა რთულ ვითარებაშია მსოფლიო, რა ახლოს ვართ ომთან და განადგურებასთან. მიჭირს ამაზე ლაპარაკი და არც რეცეპტები არ მაქვს. მე უბრალოდ არ მიყვარს უნიჭო ხალხი, ვერ გრძნობთ რომ არ ვლაპარაკობ პოლიტიკაზე? ე.ი ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნიჭო ხალხია პოლიტიკაში . პოლიტიკაში ერთი ნიჭიერი კაცი მაინც დამანახა. ერთი რამე ესწავლათ მაინც, არაფერი უსწავლიათ და ერი მიჰყავთ უფსკრულისკენ? ქართველ ხალხს ფული, ძალაუფლება და მორჩა მეტი არაფერი არ უნდა. არ უშველის იდეები, უნდა ისწავლოს ერმა. რატომ მოკლეს ილია? იმიტომ რომ ვერ იტანდნენ, როცა ის ერისგან სულიერებას მოითხოვდა. კიდევ აგრძელებენ ამ მკვლელობებს. ის კაცი რომანტიკოსია, აძლევს ფულს რომ გადაარჩინონ ერი და მას ფულს ჰპარავენ,” – განაცხადა რობერტ სტურუამ.