Great job! – ასეთი იყო სენატორ ჯონ მაკკეინის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე.
სენატორი მაკკეინი Twitter-ზე Bloomberg-ის სტატიას აზიარებს სახელწოდებით -„პენსის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გზას ნატო-ში რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად“.
სტატიაში დეტალურად არის საუბარი საქართველოში პენსის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და სამხედრო წვრთნებზე „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 1600 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით სტუმრობდა, სადაც მან პრეზიდენტ ტრამპის სახელით, საქართველოს მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.