ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: ირაკლი ფირცხალავა არასანდო მოწმეა

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორები დაცვის მხარის მოწმე ირაკლი ფირცხალავას ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ირაკლი ფირცხალავას საჯარო განცხადებების შესახებ თბილისის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ეტაპზე დადგინდა, რომ მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები  სიცრუეა. პროკურორის თქმით, ირაკლი ფირცხალავა საუბრობდა გადმოცემით აღნიშნულ ინფორმაციებზე და ის არ ყოფილა შემსწრე ამ ფაქტების.

გუბელაძე ამბობს, რომ ფირცხალავა ყოველთვის მესამე პირისგან მიწოდებული ინფორმაციით საუბრობდა:

”ირაკლი ფირცხალავა არაერთ სისხლის სამართლის საქმეზეა დაკითხული; არსებობს არაერთი განაჩენი, სადაც მოსამართლე მოუთითებს, რომ ირაკლი ფირცხალავა ყოველთვის სუბიექტურ მიმართულებას აძლევს ჩვენებებს. დღევანდელ დღემდე არც ერთ მოსამართლეს არ გაუაზიარებია მისი ჩვენება. მიგვაჩნია, რომ ასეთი არასანდო მოწმის ჩვენებას დღევანდელ საქმის განმხილველი მოსამართლეც არ გაიზიარებს. დაცვის მხარეს შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმებტები. ეს არ არის მტკიცებულება”- აღნიშნა გუბელაძემ.

 

შეგახსენებთ, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, დღეს დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმემ ირაკლი ფირცხალავამ ჩვენებაზე თქვა, რომ პროკურატურის ოქროს მოწმე მონაწილეობდა როგორც აგენტი-პროვოკატორი მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაჭერაში.

მისი თქმით, მას ამისთვის თანხაც გადასცეს.

როგორც ადვოკატი ეკა ლომიძე ამბობს, ირაკლი ფირცხალავს თქმით, ირაკლი მამალაძე მან 2005-2006 წლებიდან შენიშნა, როგორც აგენტი პროვოკატორი.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....