ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს კრემლი ეხმაურება: “პრობლემა ალიანსების გაფართოებაშია”

საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ კრემლის კომენტარმაც არ დააყოვნა. პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი სრული დიპლომატიის დაცვით მიესალმა საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს და განაცხადა, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მსგავსი შეხვედრები გამართონ.

„პრობლემა ხდება, როდესაც ჩვენ საზღვრებთან გარკვეული ალიანსების გაფართოება და  სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდა მოჰყვება“ – განაცხადა პესკოვმა.

“სუვერენული სახელმწიფოები თავიანთი შეხედულებებისამებრ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას აყალიბებენ. ამაში არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ამ ტიპის თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემური მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ საზღვრებთან გარკვეული ალიანსების გაფართოება და ამ ალიანსების სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდა მოჰყვება”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

იტვირთბა....