აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, საქართველოს პრემიერ კვირიკაშვილთან ერთობლივ კონფერენციაზე, მადლობა გადაიხადა იმ სტუმარ-მასპინძლობისთვის, რომელიც მისი და მისი მეუღლის მიმართ გამოიჩინეს.
“ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ახლა ჩემი ვიზიტი ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტს დონალდ ტრამპის გზავნილი არის, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვდგავართ, ქართველი ხალხის გვერდით. შემიძლია ასევე ვთქვა ის, რომ ამერიკა ნომერ პირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ვდგავართ. დღევანდელი დღე 25 წლის აღმნიშვნელია ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების. საქართველო იმყოფება ერების და ცივილიზაციების გასაყარზე. ათასწლეულების განმავლობაში, ქვეყანამ შექმნა უმდიდრესი ტრადიციები, გააჩნია საკუთარი ენა. გუშინ პირველად ვეზიარე ქართულ სუფრას, ქართულ სამზარეულოს, ტრადიციულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური და ოსური ცეკვები და სიმღერები. დიდი შთაბეჭდილება მაოხდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა და ველით დღეს შეხვედრას საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, სიონის საკათედრო ტაძარში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართველი ხალხის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენა ჩემზე”, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.