ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ ტექნიკის დემონსტრირების უკან რა დგას, ცოტა არ იყოს, მეეჭვება”

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობასთან დაკავშირებით საოციალურ ქსელში კომენტარს ავრცელებს:

“შეიძლება იმიტომ რომ ათი დღით ჩამოვშორდი ქართულ პოლიტიკის ვნებათაღელვას, შესაძლოა იმიტომ რომ შორიდან სხვანაერად აფასებ ყველაფერს და მშვიდ გარემოში მსჯელობა სხვაგვარადაა… რაც არ უნდა იყოს ვერ ვხედავ რატომ გვიხარია დაძაბულობა რომ მატულობს ჩვენს ირგვლივ და ოკუპირებულ ტერიტორიების სიახლოვეში … ამერიკული სამხედრო ტეხნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია ჩემთვის ნათელი არაა… ეს არ არის – ჩვენ რომ გვგონია ან გვინდა გვჯეროდეს – ისეთი მკაფიო განაცხადი ” ხელი არ ახლოთო თორემ აქ ვართ და ნახავთ ” … ამ ტეხნიკის დემონსტრირების უკან რა დგას და საერთოდ რამე ჩანაფიქრი თუ დგას ცოტა არ იყოს მეეჭვება? არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის მცოცავი ქმედებებიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს ჩვენი ისედაც აღგზნებული მეზობელი?
ვშიშობ ახალ ადმინიტრაციას არც გამოცდილება და არც შორს მჭტრეტავი ხედვა არ გააჩნია ამ რეგიონის კონფლიქტების მოგვარებისათვის, არც შემუშავეული ენა და მიდგომა რუსეთი რომ შეაჩეროს. ამ დღეებში გავრცელებულ კადრებს აშსს უყურებს როგორც კინოს : აი რა მაგრები ვართო და რუსების არ გვეშინია-თქო … მაგრამ ამ ჟესტიკულაიის იქით გარანტია არ სჩანს.
… ჩვენ კი აგვიტაცა რაღაც ილუზიამ რეალურ მხარდაჭერის რომელიც არც 2008 წელს განხორციელებულა და არც გუშინ უკრაინის მიმართ. კარგად მესმის რატომ ვერ განხორციელდა და რატომ არც უნდა ველოდოთ ამაზე მეტი… ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს, ცრუ იმედებს და ვითომ დაპირებებს არ დავუჯეროთ, სუფრთხილე და ჭკუა არ დავკარგოთ … ვიცოდეთ მეგობარს რა და რამდენი ვთხოოთ …ასევე მტრის რეალური ძალა ვიცოდეთ და უადგილოთ არ გამოვიწვიოთ ! ეს შეცდომა დავუშვით 2008 წელს და შედეგებს ვიმკით დღემდე …. ერთ კვირაში 7 აგვისტოა და არც არაფერი მიხარია…” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისში ვიზიტს წინ უსწრებდა ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე.

იტვირთბა....