ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოკითხვა ტრამპისგან: რა გზავნილი გამოატანა აშშ-ს პრეზიდენტმა მაიკ პენსს

“მოკითხვა აშშ-ს პრეზიდენტისგან”: ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პენსმა მტკიცე მხარდაჭერის გზავნილი ჩამოიტანა აშშ-ის პრეზიდენტისგან.

“საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ტრამპი უთვლის, რომ აშშ-ი დგას საქართველოს გვერდით და განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მოგვიანებით პენსი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.

 

 

იტვირთბა....