ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთის სოფელ შრომაში დაკარგული კაცის გვამი ზღვამ გონიოში გამორიყა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაკარგული 31 წლის კაცის გვამი ზღვამ გონიოს სანაპიროზე გამორიყა. საუბარია რამდენიმე დღის წინ, სოფელ შრომაში დაკარგულ კაცზე, რომელზეც უწყებაში  შეტყობინება 27 ივლისს შევიდა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედრის იდენტიფიცირება დღეს მოხდა, რითიც დადგინდა მისი ვინაობა.

 

იტვირთბა....