aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

“თუ სააკაშვილი უკრაინაში ჩავა, ადვილი შესაძლებელია მისი საქართველოში ექსტრადირება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე თუ დაბრუნდება, უკრაინას თავისუფლად შეუძლია მისი საქართველოსთვის გადმოცემა. ასეთი განცხადება გააკეთ მან გადაცემა “იმედის დროში” ისაუბრა:

“უკრაინულ მხარეს ჩვენ მიერ გაგზავნილი საბუთები უდევს მაგიდაზე. მათ თუ სურთ მისი გადმოცემა, შეუძლიათ ხვალვე მიიღონ ეს გადაწყვეტილება. სააკაშვილი პოლიტიკურად საინტერესო ფიგურა აღარ არის და ეს პროცესი “წმინდად საგამოძიებო და საპროკუროროა”.

“საქართველოს მხარემ ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მოითხოვა გადმოსაცემად, ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის დეპუტატ გელაშვილის ცემა, 9 მილიონი, სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვა და 7 ნოემბრის საქმე. ამ საქმეებზე ჩვენ მოვითხოვეთ მისი ექსტრადიცია. უკრაინულმა მხარემ 2015 წლის აპრილში თქვა, რომ ვერ გადმოგვცემდა მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან არა წმინდა სამართლებრივი არამედ, დისკრიმინაციული ნიშნები დაინახა. როგორც ჩანს, მათ ეს პოზიცია შეცვალეს”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი დღეს აშშ-ში იმყოფება.

იტვირთბა....