ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობთან დღეს დილით ზვავი ჩამოწვა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე (სოფელი ყანობი) ჩამოსულია მიწის შვავი დაახლოებით, 150მ3.
გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.