ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში ახალშობილი იპოვეს

ქალაქ გორში ახალშობილი იპოვეს. ჩვილი ერთ-ერთ ქუჩაზე, ზეწარში გახვეული იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყებაში განამრტეს, რომ ბავშვი ცოცხალია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

იტვირთბა....