პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კერძოდ, ანა დოლიძესა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაპირისპირების მთავარი ლაიტმოტივი, ამ უკანასკნელისგან დოლიძისთვის “საჯარო პირის” სტატუსის მინიჭება და შესაბამისად, მის ფარგლებში მოქმედების მოთხოვნა, ანუ პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავება იყო.
როგორ არის განსაზღვრული კანონით? -ამის შესახებ ტვ “პირველის” ეთერში კონფლიქტოლოგმა, სერგი კაპანაძემ ისაუბრა. მან საჯარო მოხელეების შესახებ კანონი განმარტა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამონაკლისს წარმოადგენს და მათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეუძლიათ.
ამავდროულად, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, ასევე ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ კანონის უცოდინრობა გამოამჟღავნა.
დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.