ახალი ამბები მთავარი სამართალი

მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო

გორის რაიონის სოფელ ტინისხიდში, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი წყლის დინებამ გაიტაცა და მდინარიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის მოშორებით სოფელ ხიდისთავთან იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....