საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ბიძინა ივანიშვილს ურეკში შეხვდა და იქ გადაწყვიტეს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ექსტრადირება ბიძინა ივანიშვილს ხელს არ აძლევს და ამიტომაც პოროშენკოს ურჩია, რომ ის უკრაინიდან ამ ფორმით გაეძევებინა.
სააკაშვილის თქმით, მისი უკრაინაში დაბრუნება პოროშენკოს რეჟიმის დამხობას ნიშნავს, ისიევე როგორც საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მოხდება.
,,როგორც ახლა უკვე ჩემი უკრინაში ჩასვლა ნიშნავს პოროშენკოს დამხობას-საქართველოშიც იგივეა. პატარა ბავშვი არ ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი პეტრო პოროშენნკოს შეხვდა და ერთობლივად გადაწყვიტეს ჩემი უკრაინიდან მოშორება როგორ მოეხერხებინათ. “-განაცხადა სააკაშვილმა.ვ