ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლება ახლა უფრო აქტიურად შეეცდება, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს”

ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, შეწყდეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, „ევროპული საქართველო” იზიარებს. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეს.

პარტიის ერთ-ერთი წევრის სერგო კაპანიაძის განცხადებით,  რაც მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, საქართველოს ხელისუფლება გაძლიერებული ძალისხმევით შეეცდება მოახდინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირება.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ უნდა იდევნებოდეს პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ცალსახა, ეს ძალიან ვნებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ამიტომ, თუ პოლიტიკური დევნა შეწყდება მის წინააღმდეგ, ეს იქნება ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნის, როგორც საერთაშორისო იმიჯისთვის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარებისთვის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და რა პოლიტიკაც აქვს ბოლო წლების განმავლობაში, მე არ მგონია, რომ მათ ეს შეწყვიტონ, მე მგონია რომ პირიქით, ახლა ისინი შეეცდებიან გაძლიერებული ძალისხმევით, რომ მოახდინონ მისი ექსტრადირება,“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” 26 ივლისს, რადას დეპუტატის “ფეისბუქ”  “სტატუსის” მიხედვით გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო. კერძოდ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში.

ამჟამად აშშ-ში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართლებრივ ბრძოლასა და უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს: “მე ერთი მოქალაქეობა მაქვს – უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება”.

იტვირთბა....