ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქცია პროკურატურასთან: “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ

“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები  პროკურატურაში მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედარს ითხოვენ. აქციის მონაწილეები, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ და მთავარი პროკურატურისგან საქმის დროულ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ.

“მოვითხოვთ პროკურატურისგან შეგვხვდეს შოთაძე და გაიგოს ჩვენი განწყობა. მოვითხოვთ დაზარალებულად ცნონ ბავშთა სამყარო იმიტომ, რომ მისმა ზარალმა ექსპერტიზის დასკვნით შეადგინა 19 მილიონი ლარი. კანონი დაიცვან და გამოააშკარავონ სიმართლე, მოგვიხსნან ყადაღა და გვცნონ დაზარალებულად.

ვითხოვთ, მერიამ გაგვიგრძელოს ვადა დემონტაჟთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ვადა გავიდა და გაგვაჩერეს, აღარ გვაძლევენ საშუალებას გავაგრძელოთ ჩვენი სამუშაოები. პროკურატურისგან პასუხი არ არის და იძულებულები გახდნენ აქციონერები და მოიჯარეები გამოვიდნენ ქუჩაში. ვაპირებთ აქციების გაგრძელებას, სანამ სამართლიანად არ გამოიძიებს პროკურატურა მომხდარს” განუცხადა “პირველ რადიოს” გიორგი მაჭვარიანმა

შეგახსენებთ, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული “ბავშვთა სამყარო” 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.

21 თებერვალს კი მათ დამწვარ “ბავშვთა სამყაროსთან” შიმშილობის აქციაც დაიწყეს, თუმცა დიდხანს არ უშიმშილიათ. აპრილის დასაწყისში დაზარალებულები საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ და კომპენსაციის საკითხზე საკრებულოს პოზიცია მოისმინეს. დაზარალებულებს შორის აზრი ორად გაიყო – ნაწილი თანახმა იყო ერთჯერადად 3 ათას ლარიან კომპენსაციაზე, ნაწილი კი არა. მოგვიანებით ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდნენ.

წყარო: “პირველი რადიო”

იტვირთბა....