კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს – NDI-ს კვლევებით საზოგადოებრივი აზრის სურათი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ 37 %-სთვის საქართველოში არსებული პარტიებიდან არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს.
23%-სთვის “ქართული ოცნება”, 9%-სთვის “ნაციონალური მოძრაობა”, 4%-სთვის “ევროპული საქართველო”, 4%-სთვის “პატრიოტთა ალიანსი” 3%-სთვის კი “ლეიბორისტული პარტიაა” მისაღები.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.