აზერბაიჯანში, შამქირის რეგიონში შოკისმომგვრელი თვითმკვლელობა მოხდა, – 24 წლის ქალი, თავის ორ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მატარებელს შეუვარდა – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია, APA– ს დასავლური ბიურო იტყობინება.
ინციდენტი 25 ივლისს, შამქირის დასახლებაში დაახლოებით 21 საათზე დაფიქსირდა.
დასახლებაში მცხოვრები მაჰმუდოვა ფარვანა ილგარ გიზი, რომელიც 1992 წელს დაიბადა, ბაქოს მატარებელს თავის 3 წლისა და ერთი წლის ქალიშვილითან ერთად შეუვარდა. მატარებლის მემანქანე და მისი თანაშემწეები იხსენებენ, როგორ შეუვარდა ქალი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მატარებელს. მისი თქმით, ისინი ცდილობდნენ მატარებლის გაჩერებას, თუმცა უშედეგოდ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.