დეპუტატ ოთარ კახიძეს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა და ერთი თვით იარაღის ტარება აეკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოიტანა.
კახიძის თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ის მის გასაჩივრებას არ აპირებს.
„2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან, მაგალითისთვის კორცხელის ინცინდენტიც საკმარისია”, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა.
შეგახსენებთ, ოთარ კახიძე აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს”, რომელიც პარტია “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით ჩატარდა, იარაღით მივიდა.