ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის შედეგად 40 სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა ყანდაღარის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ Tolo News წყაროზე დაყრდნობით წერს.
ტელევიზიის ცნობით, სამხედროებსა და ტერორისტებს შორის შეტაკება 5 საათს გრძელდებოდა. ამ ეტაპზე ავღანეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.