ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება მოძალადეა”

“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი აქტიური წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მიუთითებს, რომ კონსტიტუციის მიღება კონსესუსით უნდა მოხდეს და სხვანაირად დაუშვებელია.

„ყველა ეს განცხადება, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი აკეთებს, არის უპრეცედენტო, თუმცა ეს განსაკუთრებით. ის პირდაპირ ეუბნება ხელისუფლებას, რომ არის მოძალადე. დამცინავი სიტყვებიც არის, რომ მეტი არ შემიძლია, ბოლოს და ბოლოს აგურს ხომ არ ჩავარტყამ თავშიო,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ “რუსთავი 2”-თან.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს წერილობით მიმართავს, რომლის მიხედვითაც გამოსავალი დიალოგის მეშვეობით, ფართო კონსესუსის მიღწევის მიზნით უნდა მოიძებნოს.

იტვირთბა....