ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტობუსების მარშუტები შეიცვალა: ჭანტურიას ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ჭანტურიას ქუჩაზე – თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამ ფაქტის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტები შეიცვალა.

თბილისის მერია შეცვლილი მარშუტების შესახებ ინფორმაციას არვცელებს:

რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩის ნაცვლად, ფურცელაძის ქუჩაზე ჩაუხვევენ, ხოლო ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106 და N112 თავისუფლების მოედნიდან სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ, კონკასთან მობრუნდებიან, შეუხვევენ ორბელიანის მოედანზე, გაივლიან ვეკუასა და ფხოვის ქუჩებს და მოძრაობას დადგენილ გაჩერებებზე დაასრულებენ.

ავტობუსები: N20 და N23 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ათონელის ქუჩაზე მობრუნდებიან და სვლას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

იტვირთბა....