aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გარდაცვლილი მუშა მეოთხე შვილს ელოდებოდა: დიდუბეში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდუბეში, წერეთლის გამზირის 35 ნომერში, კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა. იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და მასში სამი მუშა მოჰყვა.

როგორც “პრაიმტაიმმა” ადგილზე გაარკვია, გარდაცვლილი 32 წლის ნუკრი სალიაა, რომელიც წალენჯიხიდან არის წარმოშობით. სამი შვილი ჰყავს და მეოთხეს ელოდებოდა.

დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბევრჯერ გააფრთხილა სამშენებლი კომპანია ”როიალ გრუპი”, რომ დაეცვა შრომის უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის გააფრთხილა ორშაბათსაც.

“სამი დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი გადაყვანილები არიან მიხაილოვის და ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოებში. საქმეზე მოკვლევას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის სამსახურიც აწარმოებს. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

იტვირთბა....