ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, პოროშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც  უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი სატელეფონო საუბრისას აცხადებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მათაც იციან, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებს.

პრესსამსახურში ჟურნალისტებს ურჩევენ,  რომ საკითხი უკრაინის მიგრაციის სამსახურში გადაამოწმონ. ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას  მიგრაციის სამსახურთანაც ჯერ  ვერ ხერხდება.

უკრაინული მედია „ფეისბუქ“ სტატუსებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

უკრაინის რადას დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი ერთ-ერთია იმათგან, ვინც ირწმუნება, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

“ახლახანს დამიდასტურეს, რომ „ქართველ იანუკოვიჩს“ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენეკომ, როგორც იქნა დაიწყო შეცდომების აღიარება. მან სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა და ახლა თავისი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს“ – წერს ვედომოსტი-უა უკრაინელი დეპუტატის „ფეისბუქ“ სტატუსზე დაყრდნობით.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....