თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზაალ ქიქოძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა და უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.