ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კლვევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 40% კი დასაქმებულად.
კვლევის თანახმად, ასევე გაირკვა, რომ მოქალაქეები ნომერ პირველ პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებენ. პობლემებს შორის მეორე ადგილზე სიღარიბე (31%), ხოლო მესამეზე ტერიტორიული მთლიანობაა (28%). მათ შემდეგ მოდის: ფასების ზრდა – 28%, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებას- 25%, პენსიას – 22%, ხელფასებს – 16%, რუსეთთან ურთიერთობას – 11%, ადამიანის უფლებებს – 11%, სამართლიანობის აღდგენას – 6%, სამართლიანი არჩევნებს – 6%, სიტყვის თავისუფლებასა და ნატო-ში გაწევრიანებას – 5%, სასამართლო სისტემას – 4%, ევროკავშირში გაწევრიანებას და კრიმინალს გამოკითხულთა – 3 %.
ასევე, შრომით უფლებებზე გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ შრომითი უფლებები დაცული არ არის.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია. NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს და რეკომენდაციებს წარადგენს. მისიამ ანგარიში ერთკვირიანი დაკვირვების შედეგად მოამზადა.
მისია შეხვდა “ქართულ ოცნებას”, “პატრიოტთა ალიანსს”, “ევროპულ საქართველოს”, თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, პრემიერს, პრეზიდენტს და მედიას. მისიას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.