ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდუბეში, კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა

დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და სამი მუშა მოიყოლა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იტვირთბა....