“მეტრონომი” სასამართლოდან
მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის მეგობრის, ტარას შავშიშვილის, რომელიც ასევე საპატრიქრქოს უსაფრთოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენება სამართლებრივად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.
“ტარას შავშიშვილის ჩვენება სამართლებრივად და იურიდიულად მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით. ვინაიდან, მან გაიხსენა რამდენიმე ეპიზოდი ისეთი, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს ბრალდების აბსურდულობის დადასტურებაში.
მან თქვა, რომ ჩვენ ყველას, საპატრიარქოს თანამშრომლებს, მათ შორის შორენა თეთრუაშვილს, ხშირად გვქონია პატრიარქთან საუბარი საპატრიარქოში არსებულ დადებით და უარყოფით სიტუაციებზე. მაგრან მან თქვა, ასეთი რამ – როდესაც, ჩვენ არასასულიერო პირები ვესაუბრებოდით პატრიარქს, ის მაქსიმალურად ითვალისწინებდა საკითხებს, გარდა ისეთი საკითხებისა, რომელიც ეხებოდა სასულიერო პირს.
პატრიარქის პრინციპი იყო, რომ სასულიერო პირზე გადაწყვეტილება არ მიეღო არასასულიერო პირის საუბრის შედეგად. ამით რისი თქმა მინდა, რომ პროკურატურის მიერ ვარაუდზე აგებული ბრალდება, რომ შორენა თეთრუაშვილის გავლენით პატრიარქი თანამდებობიდან გადააყენებდა, პრაქტიკულად ეს ვერსია გამოირიცხა”- აღნიშნა ფანცულაიამ.
მისი თქმით, მოწმემ უამრავი დეტალი დაადასტურა, რაშიც თეთრუაშვილი ერევა.
“შავშიშვილმა ახსენა, რომ შორენა თეთრუაშვილი სახალხო მედიცინით მკურნალობს, მაშინ როდესაც ჩვენ გველის შხამზე ვსაუბრობთ და ის ყოველთვის მალავს, რომ მალამოებით მკურნალობს და ის ექიმებში არ დადის და ა.შ. მან გაიხსენა ერთ-ერთი საუბარი, როდესაც გიორგი მამალაძემ თქვა, რომ ეს ქალბატონი, შორენა რაღაცას ხომ არ “მიჩალიჩებსო”. მან გაიხსენა ეს კონკრეტული ფაქტი, გაიხსენა როდის იყო ეს საუბარი, სად იყო, რომელ რესტორანში.
მან თქვა, რომ მას (დეკანოზს) არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა “გაჩალიჩებაში”. იმიტომ რომ მან არ იცოდა იმ მომენტში იქ ციანიდზე იყო თუ არა საუბარი. მან დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძე ეჭვობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით” – განაცხადა ფანცულაიამ.
პროკურორი ზვიად გუბელაძე კი ტარას შავშიშვილის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ წუთებში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი იკითხება.
ავტორი: ნინი ცხადაია