ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ოთო კახიძემ კანონი დაარღვია… რა ტიპის რეაგირება შეიძლება მოყვეს ამას”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, დეპუტატმა ოთარ კახიძემ რასაკვირველია კანონი იცის და მან კანონი დაარღვია.

“შეკრებისა და მანიფესტაციების დროს იარაღით მისვლა დაუშვებელია და ამას კანონი კრძალავს. ოთარ კახიძე იურისტია. მან რასაკვირველია კანონი იცის და ბუნებრივია კანონი დაარღვია. ამის შესახებ განსჯაში არ შევალ. შემდგომი საკითხია რა ტიპის რეაგირება შეიძლება მოყვეს”,  – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ოთარ კახიძე აღმაშენებლის გამზირზე, აქციის დროს იარაღით იმყოფებოდა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში.

იტვირთბა....