ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოთარ კახიძე: იარაღს თავდაცვის მიზნით ვატარებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ, 23 ივლისის აქციაზე იარაღით მისვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი აღმაშენებელზე გამართულ მსვლელობაზე თავდაცვის მიზნით მიიტანა:

„ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა, უბრალოდ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შეკრების ადგილას. იარაღს თავდაცვის მიზნით ვატარებ და არსებობდა გარკვეული საფრთხე, შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ ადამიანები მოსული, კონტრაქციის მონაწილეები, შესაბამისად, ჩემზე თავდასხმა ზოგადად არ იყო გამორიცხული,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, რომ ვიდეო კადრები აქციიდან სააგენტო „პალიტრა ნიუსმა“ გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ოთარ კახიძე აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ დეპუტატმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი დაარღვია, რომელიც აქციაზე იარაღის ტარებას კრძალავს.

იტვირთბა....