ოკუპაციის შესაჩერებლად ხვალიდან საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება იწყება, რომელიც რიგითი მოქალაქეების ინიციატივაა.
აქციის მონაწილეების პატრულირება შეთანხმებულია სამართალდამცველებთან. ამ ეტაპზე პატრულირება ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე განხორციელდება და მასში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია.
დასაწყისისთვის., სულ 20 ჯგუფია შექმნილი, რომლებიც ყოველდღე დააკვირდებიან ტერიტორიებსა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებსა და მედიის წარმომადგენლებს მიაწვდიან. ქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავაა.
ცნობისთვის, გუშინ, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან 2 ადამიანი გაიტაცეს. სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ბერშუეთთან სამების ეკლესის სიახლოვეს დააკავეს.
ორივე მათგანი ცხინვალში უკვე გადაიყვანეს. მათ ბრალად ე.წ საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.