ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

25 ივლისის დენის გრაფიკი: თბილისის რომელ რაიონებს შეეზღუდებათ ელექტროენერგია

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 ივლისს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონში შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, სოფელ დიღომის, დიღმის მასივის III კვარტლის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და არალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდებათ მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელ დიდი ლილოს, იუმაშევის, რკინიგზის, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება პაოლო იაშვილის, ინგოროყვას და ჩაიკოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აგრეთვე ალექსანდრე ჭავჭავაძის, მესხის, ლიხის, ვეძინის, თხინვალის და ჩაბალის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:30 საათიდან 12 საათამდე  ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12 საათიდან 12:30 საათამდე კი აბაკელიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს. გლდანის რაიონი 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, წინამძღვრიშვილის, სურამის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

იტვირთბა....