ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვანო ზოდელავა, ავარიის შედეგად, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აავტოავარიის შედეგად დაშავდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ზოდელავას მეგობარზე, ყოფილ სახელმწიფო მინისტრ, ნიკო ლეკიშვილზე დაყრდნობით წერს.

„მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ექიმები ვერაფერს ვერ ამბობენ – დაველოდოთო. დაზიანებები აქვს თავის არეში და ფილტვზე. სამწუხარო ავარია მოხდა. მეორე მანქანაში მსხდომებიდან ერთი დაიღუპა, არიან დამტვრეულები. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდებით შედეგებს“, – განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.

ცნობისთვის, ვანო ზოდელავა რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანიდან საქართველოში მოემართებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი – „ოპელის“, „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა. ზოდელავას ტრეპანაცია ჩაუტარდა.

იტვირთბა....