ქაბულში აფეთქებას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტწილად შიიტებით დასახლებულ რაიონში აამოქმედა. დაშავებულია 42 ადამიანი.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ტერორისტის სამიზნე სამგზავრო ავტობუსი იყო. პასუხისმგებლობა მომხდარზე ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ბოლო 2 თვის განმავლობაში, ეს ქაბულში მომხდარი მესამე მასშტაბური თავდასხმაა.