ახალი ამბები კულინარია მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ყველიანი ქართული პიცა: Forbes საქართველოზე წერს

ცნობილი გამოცემა Forbes-ი ქართული სამზარეულოს შესახებ წერს. სტატიაში ქართველების ეროვნული სამზარეულოდან საუკეთესო კერძად ხაჭაპურია დასახელებული.

„ამ ქვეყნის ეროვნული საკვებიდან ყველაზე გემრიელი ყველიანი პიცაა. თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ, სად არის საქართველო, ის თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს და მას ბევრი ტურისტი სტუმრობს”, – წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში საუბარი სხვა ქართულ კერძებსა და მაგიდის გაწყობის რიტუალზეც არის. ჟურნალისტი წერს, რომ ხაჭაპურს წარმოუდგენლად დიდი ნაჭრები აქვს და ის სუფრასთან  ყოველთვის ცხელი მიაქვთ, პირდაპირ ღუმელიდან გამოღებული.
„ყველი საქართველოს ყველა კუთხეში მზადდება და ყველა ოჯახს ხაჭაპურის მომზადების საკუთარი რეცეპტი აქვს.  – წერს ავტორი.
imedinews.ge
იტვირთბა....