ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქი ყველას მოუწოდებს ერთმანეთს გავუგოთ…ვეთანხმები, მაგრამ არის რაღაცეები რაშიც ხანდახან სული წაგძლევს”

პატრიარქი ყველას მოუწოდებს ერთმანეთს გავუგოთ…ვეთანხმები, მაგრამ არის რაღაცეები რაშიც ხანდახან სული წაგძლევს ხოლმე – ეს განცხადება, “ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა, საქართველოს პატრიარქთან გარამრთული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კორკოტაშვილის კომენტარს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.

კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ ილია მეორესთან შეხვედრისას “ქართული მარშის” ორგანიზატორებმა დღეს, აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი აქცია განიხილეს.

პატრიარქთან შეხვედრისა და საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად კორკოტაშვილი აცხადებს, რომ “ევროპული საქართველოს” მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობის პარალელურად მათი აქციაც გაიმართება.

“პატრიარქი არის გენიოსი ადამიანი, ყველა ადამიანის, დამნაშავეს და არა დამნაშავეს და ასე მაფიქრალს და ისე, მოუწოდებს, რომ მშვიდობიანად ერთმანეთს გავუგოთ, ერთმანეთს შევუნდოთ, ვაპატიოთ და ვიცხოვროთ, რომ ახალი საქართველო ავაშენოთ. პატრიარქი ასე ბრძანებს, მე ვეთანხმები იმიტომ, რომ ვიცი მისი უწმინდესობა რამხელათი ბრძენი ადამიანია, მაგრამ არის რაღაცეების რაშიც ხანდახან შენ თვითონ სული წაგძლევს ხოლმე, ქრისტიანობა გვეყოს, მე აქედან ასე გამოვედი ჯერჯერობით რა,”-განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო აქციების ორგანიზატორებს – “ქართული მარშის” და “ევროპული საქართველოს” წევრებს მიმართავს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციის ჩატარებისგან.

მიზეზად განცხადებაში საზოგადოების წევრებს შორის შესაძლო დაპირისპირება სახელდება.

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა.

მოვუწოდებთ ,,ქართული მარშის“ და ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები,”-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....