ცოტახნის წინ სნოში ქართველთა მარშის ორგანიზატორები, სანდრო ბრეგაძე და გიორგი კორკოტაშვილი იმყოფებიან. მათთან ერთად არის ლადო სადღობელაშვილიც, რომელიც შეხვედრის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქართველთა მარშის წევრებს პატრიარქი და საპატრიარქოს დელეგაცია მასპინძლობს.
“პატრიარქი, როგორც ყოველთვის, არის გენიოსი ადამიანი, დამნაშავეს, არადამნაშავეს, ისე მაფიქრალს და ასე მაფიქრალს მოუწოდებს, რომ მშვიდობიანად, ერთმანეთს გავუგოთ, ერთმანეთს შევუნდოთ, ვაპატიოთ და ვიცხოვროთ, რომ ახალი საქართველო ავაშენოთ. მე ვეთანხმები, იმიტომ რომ ვიცი მისი უწმინდესობა რამხელაზე ბრძენი ადამიანია. ყველაფერში ვეთანხმები, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც შენ თვითონ სული წაგძლევს ხოლმე. ქრისტიანობა გვეყოს, მე ახლა აქედან ასე გამოვედი ჯერჯერობით,“ – განაცხადა ქართველთა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული მისიის” თავმჯდომარემ, გია კორკოტაშვილმა.
“ქართველთა მარშის” ორგანიზატორები აქციაზე მისვლას მაინც გეგმავენ.