ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში”: შსს აღმაშენებელზე დაგეგმილ აქციებზე

აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად დაიცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას. ამის შესახებ “პირველ რადიოს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

„პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. მაქსიმალურად დაიცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას“,- აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ დღეს აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველო” აქცია-მსვლელობას გეგმავს სახელწოდებით – „არა რუსულ ფაშიზმს“. დღესვე “ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა აქცია იგეგმება.

 

იტვირთბა....